სიახლეები

30.09.2014

EthicCapital-ის წევრთა 2014 წლის საერთო კრება

პარასკევს, 26 სექტემბერს საკრედიტო კავშირის წევრთა ყოველწლიური კრება სოფელ ჩარდახში, EthicCapital-ის წარმატებული წევრის და გულღია მასპინძლის, ბატონი იაგო ბიტარიშვილის მეურნეობაში შედგა.

შეხვედრის საქმიანი ნაწილი ინფორმატიული იყო, რაც არანაკლებ საინტერესო, მცირე ექსკურსიით გაგრძელდა მასპინძლის მარანში. სტუმრებს იაგოს ღვინო "ჩინურის" დაგემოვნების და იქვე, სამზარეულოში მომზადებული, გემრიელი ხემსის მირთმევის შესაძლებლობაც მიეცათ, რამაც მონაწილეთა ისედაც მშვენიერი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.


07.02.2014

EthicCapital-ის წევრთა 2013 წლის საერთო კრება

28 იანვარს საკრედიტო კავშირის წევრთა 2013 წლის საერთო კრება ახალ ოფისში შედგა, რომელიც 2014 წლის დასაწყისისთვის EthicCapital-ის ახალსახლობის გამო გადაიდო.
შეხვედრაზე საკრედიტო კოოპერატივის აქტუალურ მდგომარეობაზე, ფინანსური ანგარიშის მაჩვენებლებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

კრებაზე საქმიანთან ერთად სასიამოვნო გარემო სუფევდა.

05.11.2014

EthicCapital-ს ახალი პარტნიორი ჰყავს

საკრედიტო კავშირს ახალი პარტნიორი ჰყავს. Kiva“ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი საკრედიტო საქმის დაფინანსებაში ეხმარება. ის თავის ვებ–გვერდზე www.kiva.org სესხის მიღების მსურველთა მცირე ისტორიას, მათ სურათებსა და კრედიტის გამოყენების მიზნებს აქვეყნებს. დაინტერესებულ, დახმარების მსურველ ადამიანებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეუძლიათ გაეცნონ გამოქვეყნეულ პროფილებს და სესხის სახით გაიღონ თანხა მათ დასახმარებლად. EthicCapital–ი ამ პროცესში შუამავლის როლს ასრულებს, იღებს თანხას გამსესხებლისგან და აწვდის მსესხებელს, კურირებს სესხის დაფარვის პროცედურას და ორგანიზაცია „Kiva“–ს საშუალებით ფულს უკან უბრუნებს კრედიტორს.

ოქტომბერში საკრედიტო კავშირმა „Kiva“–ს ვებ–გვერდზე პირველი სესხის მიღების მსურველთა პროფილები გამოაქვეყნა, რომლეთა მოთხოვნაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ოთხ დღეში სრულად დაფინანსდა. სწრაფმა ტემპმა ძალიან გაგვახარა და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ამგვარივე წარმატებით გაგრძელდება. ჩვენი  და ჩვენი ახალი პარტნიორის სურვილია, რომ „Kiva“–ს საშუალებით მეტი ეგრედწოდებული „მწვანე სესხი“, (ბიო–მეურნეობის, განახლებადი ენერგიის და ა.შ მიმართულებით) დაფინანსდეს, რისთვისაც კონკრეტული პროექტების მოძიებაა საჭირო.

14.09.2015

კონფერენცია: „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“

პარასკევს, 11 სექტემბერს თბილისის "გოეთეს ინსტიტუტში" კონფერენცია ჩატარდა, რომელიც მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად, მასწავლებლების უკეთ გათვითცნობიერებას და მათ მიერ გაკვეთილებზე შესაბამისი თემატიკის ინტეგრირების შესაძლებლობების თვალსაჩინოდ გახდას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებაა გარემოს დაცვის მინისტრმა, ბატონმა გიგა აგულაშვილმა და განათლების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა გახსნეს. კონფერენციაში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების 60 მასწავლებელი მონაწილეობდა. დასკვნით ნაწილში მდგრადი განვითერების კუთხით მოღვაწ ორგანიზაციების გამოფენა გაიმართა.

"ეთიკკაპიტალმა" კონფერენციაზე მდგრადი ბანკების იდეა, მათი წარმატებული მაგალითები და ჩვენი საკრედიტო კავშირი, როგორც მდგრადი ბანკის ჩანასახი, წარმოადგინა. გამოფენაში მონაწილეობა „ეთიკკაპიტალის“ დამფუძნებელი ორგანიზაციის “ეთიკფინანსის“ პროექტის ფარგლებში დაარსებულმა საწარმომაც მიიღო.  ვაშლის წვენმა „სობისური“ დიდი მოწონება დაიმსახურა. კონფერენციამ საკრედიტო კავშირს ახალი იდეები და კონტაქტები, ვაშლის წვენს ახალი მომხმარებელი შესძინა.

11.05.2016

სენიორ ექსპერტი "ეთიკკაპიტალის" მხარდასაჭერად

ეთიკკაპიტალის მუშაობის მხარდასაჭერად საკრედიტო კავშირში სინიორ ექსპერტი ანდრეას დე ფორისტიერ გვსტუმრობდა.

ბატონ ანდრეასს საკრედიტო კოოპერატივების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. სამკვირიანი მუშაობის შედეგად მასთან ერთად რისკების მართვისა და საკრედიტო საქმის წარმოების სტრატეგია შევიმუშავეთ. სინორ ექსპერტთან თანამშრომლობა სასიამოვნო და უაღრესად სასრგებლო იყო. ბატონი ანდრეასი საქართველოს კულტურასაც გაეცნო.

30.04.2016

სტუმარი პარტნიორი ორგანიზაცია Kiva“–დან

27 აპრილს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „KIVA“–ს წარმომადგენელი, ქალბატონი კენდრა სოროგუთ გვსტუმრობდა.

„KIVA“ ამერიკული "Crowdfunding" – ორგანიზაციაა, რომელიც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს  და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი საკრედიტო საქმის დაფინანსებაში ეხმარება. ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სოციალური შედეგი და არა ფინანსური სარგებელია.

ქალბატონი კენდრა ჩვენი მუშაობით დაინტერესდა. ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მისთვის ახალ, ქართულ კულტურას.

ამგვარი, პერსონალური გაცნობა ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებას.

© EthicCapital 2016