15.10.2011

სესხი ბიოლოგიურად სუფთა მზესუმზირის შეძენისათვის

EthicCapital-მა კიდევ ერთი სესხი გასცა. გაცემული თანხით საქართველოში მცხოვრებ ფრანგ ჟან–ჟაკ იაკობს მიეცა  ბიოლოგიურად სუფთა მზესუმზირის შეძენის შესაძლებლობა, რომლისაგანაც ცივი გამოხდის მეთოდით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ზეთი დამზადდება. ჟან–ჟაკ იაკობი რამოდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს და ქართველ მეურნეებთან ერთად, არამარტო ეკოლოგიურ სოფლის მეურნეობას უდებს საფძველს, არამედ აქტიურად ეწევა ბიოპროდუქტების პოპულარიზაციასაც.

ზეთი გაიყიდება გეგეშიძის პარკში (ვაკე/თბილისი), ბატონი იაკობის ბიო–დახლზე, რომელიც ყოველ შაბათს ეწყობა.

EthicCapital-ი წარმატებებს უსურვებს ჟან–ჟაკ იაკობს.

ცოტა რამ ცივად გამოხდილი მზესუმზირის ზეთის შესახებ

10.11.2011

საინფორმაციო წერილი საკრედიტო კავშირის წევრებისათვის

EthicCapital-ის წევრებს აქტუალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმირებისათვის საინფორმაციო წერილი გაეგზავნათ (იხილე დანართი - შუალედური ანგარიში).

არქივი 2011

8.10.2011

სასწავლო სესხი -  შანსი ახალგაზრდებისათვის მიაღწიონ საკუთარ მიზნებს

EthicCapital-ის საკრედიტო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტების სასასხო კურსისაგან. ის ეთიკურ ხასიათს ატარებს და მოგებაზე არ არის  ორიენტირებული.  საკრედიტო კავშირ – EthicCapital-ის წევრებმა უარი თქვეს საპროცენტო განაკვეთის მიღებაზე, რაც კოოპერატივს აძლევს შესაძლებლობას, გასცეს იაფი სესხი. გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი   მხოლოდ სესხის ხარჯებისა და რისკების დაფარვას მოიცავს.

EthicCapital-ისთვის მნიშვნელოვანია მომავალზე ორიენტირებული  საგანამნათლებლო პროექტების დაფინანსება.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შესაბამისი ფორმალობების გავლის შემდეგ შეღავათიანი სესხი დაუმტკიცდა ორიშვილისმარტოხელა დედას,  ქალბატონ ნანა ლომაძეს, რომელიც ამ თანხით აფინანსებს მისი აბიტურიენტი ქალიშვილის ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებულ კურსებს.

EthicCapital-ი წარმატებებს უსურვებს ქალბატონი ნანას ქალიშვილს.

18.04.2011

EthicCapitalლიცენზია

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტ – ოთარ ნადარაიას განკარგულებით, 2011 წლის 7 მარტს მიეცა რეგისტრირებულ კოოპერატივს, საკრედიტო კავშირ – EthicCapital-ს,  არასაბანკო–სადეპოზიტო–საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია და გაიცა მასზე სალიცენზიო მოწმობა №0140070. ინფორმაცია EthicCapital-ის ლიცენზირების თაობაზე გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ლიცენზიის მიღება EthicCapital-ს აძლევს საშუალება განახორციელოს დასახული მიზნები – ეკოლოგიური, ეთიკურ–კულტურული ცნობიერების მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა; ასევე შექმნას ისეთი ადგილი, სადაც მათ მიეცემათ საშუალება,  ლექცია–სემინსარების მოწყობით, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ინტერესები, მიზნები, გამოცდილებები.

14.01.2011

პრაქტიკანტი

EthicCapital-ის სამუშაო ჯგუფს შეუერთდა პრაქტიკანტი ელენე აბესაძე, რომელიც აგრალური უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტია და შეისწავლის სავეტერინარო მედიცინას.

მან 2010 წელს გერმანიაში დემეტერ ჰოფში ნახევარწლიანი პრაქტიკა გაიარა და ახლა აქტიურ მონაწილეობას იღებს ეთიკკაპიტალის საკრედიტო საქმის ჩამოყალიბებაში.

© EthicCapital 2015