21.03.2012

სესხი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის

EthicCapital–მა მორიგი სესხი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის გასცა. ირაკლი გაბიტაშვილი შეღავათიან სესხად მიღებულ თანხას სათესლე ნედლეულისა და ხვნა–თესვისათვის საჭირო სამუშაოებისთვის გამოიყენებს (ვრცლად იხილე – პროექტები).

10.04.2012

EthicCapital-ის კაპიტალი გაიზარდა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ EthicCapital-მა, პარტნიორების თანადგომით მოიძია საქმიანობისათვის საჭირო ფინანსები და საინტერესო პროექტებზე სესხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა.

EthicCapital-ი დაფუძნებიდან სარგებლობს ფონდების „Stiftung der Freien Gemeinschaftsbank in Basel“ და  „Evidenzstiftung in Dornach“  თანადგომით, რომელთა იდეოლოგია და ღირებულებები მისთვისაც მუშაობის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ფონდები „Stiftung der Freien Gemeinschaftsbank in Basel“ და „Evidenzstiftung in Dornach“ საკუთარი გამოცდილებების გაზიარებით და გზის გაკვალვაში დახმარებით EthicCapital-ის განვითარებისათვის იმთავითვე მნიშვნელოვან  როლს ასრულებდნენ. ამჯერად კი მათ საკრედიტო კავშირს იაფი კრედიტი გამოუყეს, რომელიც EthicCapital-ს შესაძლებლობას მისცემს გაააქტიუროს თავისი საქმიანობა, რაც თავის მხრივ ახალი წევრების შემატებას და მის გაფართოებას შეუწყობს ხელს. EthicCapital-ი მადლობას უხდის ფონდებს „Stiftung der Freien Gemeinschaftsbank in Basel“ და  „Evidenzstiftung in Dornach“ ნდობისა და თანადგომისათვის და მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა თავისი საკრედიტო საქმიანობით ხელი გაუმართოს ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც ღირებულია.

"შუალედური ანგარიში"

არქივი 2012

31.05.2012

EthicCapital –ს ახალი წევრი ჰყავს

ბატონი ვერნერ ბიუთნერი საკრედოტო კავშირ EthicCapital –ს  წევრი გახდა. ბატონი ბიუთნერი ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებში  გერმანელი ექსპერტია და საქართველოში თავისი პროფესიული გამოცდილება რამდენიმე ორგანიზაციას უკვე გაუზიარა. ის კარგად იცნობს და გულშემატკივრობს საქართველოს.   გულითადად მივესალმებით ბატონი ბიუთნერის გაერთიანებას EthicCapital –ში და მოხარულნი ვართ საკრედიტო კავშირის გაფართოვებით.

21.10.2012

სესხი შვეიცარიული ალტერნატიული ბანკი ABS -ისაგან

EthicCapital-ს ჯერ კიდევ არ შესწევს ძალა დააკმაყოფილოს ყველა საკრედიტო მოთხოვნა და ამბიციურად მუშაობს დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად. ამ მუშაობის შედეგად, არამხოლოდ საკრედიტო კავშირის სასესხო კაპიტალი იზრდება, არამედ იბმება მნიშვნელოვანი კავშირები, რომელთაც ჩვენი სამომავლო განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. მოხარულნი ვართ, რომ შვეიცარიული ალტერნატიული ბანკი ABS -ი დაინტერესდა ჩვენი იდეებითა და საქმიანობით და შეღავათიანი სესხი 2%-იანი წლიური სარგებლით გამოგვიყო. თვალსაჩინო შედეგთან ერთად, რაც ჩვენს მომხმარებელზე აისახება, ყოველი ახალი პარტნიორი გვიდასტურებს, რომ ჩვენი საქმიანობა ღირებულია და გვაძლევს მოტივაციას მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და დამფინანსებლები.

27.11.2012

EthicCapital-ის საკრედიტო ფონდი გაიზარდა

ფონდებმა „ჰერმეს–ავსტრია“ და „აკაცია“ საკრედიტო კავშირს დაბალპროცენტიანი ორი სესხი გამოუყვეს. EthicCapital-ის სამუშაო ჯგუფი მოხარულია პარტნიორობის გაღრმავებით და შესაძლებლობით დააფინანსოს მეტი საინტერესო და სასარგებლო პროექტი, ხელი შეუწყოს ცალკეული ადამიანების ინიციატივის განვითარებასა და წარმატებას.

EthicCapital-ი მადლობას უხდის ფონდებს „ჰერმეს–ავსტრია“ და „აკაცია“ ნდობისათვის!

2.12.2012

საკრედიტო კავშირის წევრთა საერთო კრება

ამაწლის 18 ნოემბერს საკრედიტო კავშირ EthicCapital-ის წევრთა ყოველწლიური საერთო კრება შედგა. სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

  1. პერიოდი დაფუძნებიდან დღემდე
  2. სოლიდარობისა და ამხანაგობის (კოოპერატივის) მნიშვნელობა
  3. საკრედიტო საქმიანობა
  4. საკუთარი კაპიტალი - ჯანსაღი არსებობის საფუძველი
  5. საკრედიტო საქმიანობის შესძლებლობა უცხო საკრედიტო ინსტიტუტებიდან მოზიდული კაპიტალის საშუალებით
  6. გამგეობის ფინანსური ანგარიში
  7. გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსათვის ნდობის კიდევ ორი წლით გამოცხადება
  8. წესდების განხილვა
  9. წევრების მიერ ინიცირებული საკითხები, ღიად დაჩენილი კითხვები

გაკეთებული  განცხადების თანახმად, მომავალი წლის კრება იმგვარად დაიგეგმება, რომ მასში მონაწილეობის მიღება კოოპერატივის უცხოელმა წევრებმაც შეძლონ.

შეხვედრაზე საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა. განსაკუთრებულად კარგი განწყობის მიზეზი საკრედიტო კავშირის პოზიტიური განვითარების სიცხადე გახდა, რამაც საერთო კაპიტალის ზრდასა და გაცემულ კრედიტებში ჰპოვა ასახვა.

© EthicCapital 2016