არქივი 2013

22.07.2013

EthicCapital-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას განვითარებისა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მუდმივი სწრაფვა წარმოადგენს.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საქართველოში მდგრადი რეგიონალური განვითარების მხარდასაჭერად, საკრედიტო კავშირის დამფუძნებელი ორგანიზაცია EthicFinance -ის, ავსტრიელი პარტნიორების - ფონდ HERMES-ის, განვითარების ხელშემწყობ, საკონსულტაციო ორგანიზაცია conSalis -ის და გერმანიაში ქართველი  მიგრანტების გაერთიანება Georgien´s Brücke–ს ერთობლივი მუშაობით განხორციელდება. ის მიზნად EthicCapital -ის კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას პროექტების განხორციელებისა და მარკეტინგის მიმართულებით ისახავს. 

პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს EthicCapital -ს შესთავაზოს მსესხებლებს კვალიფიციური კონსულტაციები. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს ორაგნიზაციის სტრუქტურისა და მართვის ოპტიმირებას.

პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ცენტრისა (CIM) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით 1 ივლისს დაიწყო და ორ წელს გასტანს.

4.04.2013

კრედო

ორგანიზაციების  მუშაობა გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ყოველთვის ემყარება გარკვეულ პრინციპებს, შეხედულებებს გარემომცველ სამყაროსა და საკუთარი საქმიანობის შესახებ. სწორედ ეს პრინციპები და დამოკიდებულება აქცევს მას ისეთად, როგორადაც ის საზოგადოებაში წარმოჩინდება.

საკრედიტო კავშირ EthicCapital-ის თანამშრომელთა ჯგუფმა კიდევ ერთხელ ერთობლივად გაიაზრა მისი საქმიანობის განმსაზღვრელი ღირებულებები, მიდგომები  და წერილობითი სახე მისცა, იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, პოტენციურ, თუ სახეზე მყოფ წევრებსა და პარტნიორებს გაუადვილოს საკრედიტო კავშირთან თანამშრომლობა.

"კრედო"

2.08.2013

ბაზელის თავისუფალი სათემო ბანკის გაზეთში EthicCapital-ის საქმიანობის აქტუალური მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, გთავაზობთ მის თარგმანს (იხ. ლინკი).

17.09.2013

საკრედიტო კავშირის "ცნობის ფურცელი" EthicCapital-ში არსებული სიახლეების შესახებ (იხ. ლინკი)!

26.12.2013

საკრედიტო კავშირის "ცნობის ფურცელი" წლის მიწურულს EthicCapital-ში არსებული სიახლეების შესახებ (იხ. ლინკი)!

© EthicCapital 2016