საკრედიტო კავშირი EthicCapital–ი არაკომერციული კოოპერატივია. ეს არის ადამიანთა ნებაყოფლობითი გაერთიანება ჰორიზონტალური იერარქიით, სადაც ყველა წევრს თანასწორი უფლება აქვს და სადაც თვითოეული წევრს შეუძლია ისარგებლოს საკრედიტო კავშირის მხარდაჭერით.

კავშირის ყოველ წევრს, საპაიო შენატანის სიდიდის მიუხედავად, თითო ხმა აქვს და სარგებლობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებით.

კოოპერატივის როგორც მეანაბრე, ასევე კრედიტით მოსარგებლე მისი წევრია. წევრები არ იღებენ დივიდენდებს, რაც იაფი სესხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის საშუალებით მომსახურების ხარჯები და მცირე რისკები იფარება.  სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი 7%-დან იწყება.

კრედიტი მხოლოდ საზოგადოებრივად სასარგებლო, მდგრადი განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე, სესხით სარგებლობის მსურველთან ინტენსიური მუშაობის, მისი პროექტის დეტალური განხილვისა და გადასინჯვის შემდგომ გაიცემა.

EthicCapital ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისი დაარსების კონცეფციასა და წესდებაში.

რკ საკრედიტო კავშირი - EthicCapital-ის დაარსების კონცეფცია

რკ საკრედიტო კავშირი - EthicCapital-ის წესდება/ პარტნიორთა შეთანხმება

საკრედიტო კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები იხილეთ:

საქართველოს კანონი არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ


საკრედიტო კავშირი

© EthicCapital 2016