კოოპერატივი – ძალა ერთობაშია

„კოოპერაცია არის გააფთრებული სვავებისგან მშრომელი

კაცის დაცვის ერთადერთი საშუალება“

ილია ჭავჭავაძე

სიტყვა კოოპერატივი  ადამიანთა უმეტესობისათვის ნაცნობი ტერმინია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შუასაუკუნეების მერე არსებობს ცოტამ თუ იცის მისი არსი და საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური მნიშვნელობა.

საქართველოში პიველი კოოპერატივი „მომჭირნეობა“ მე–19 საუკუნის 60-იან წლებში ილია ჭავჭავაძემ დააარსა. 1920 წელს საქართველო საერთაშორისო კოოპერაციული ალიანსის წევრი გახდა (საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ საქართველო, რუსეთი და უკრაინა იყვნენ ამ ალიანსის წევრები), საიდანაც 2007 წელს გაგვრიცხეს.

კოოპერციები თანამედროვე მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისების ფონზე დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.

„კოოპერაცია არის გააფთრებული სვავებისგან მშრომელი კაცის დაცვის ერთადერთი საშუალება“. ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები კარგად ასახავს კოოპერატივის ძირითად დანიშნულებას.

განსაკუთრებით გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც გიგანტი კომპანიები ადამიანების სამოქმედო არეალს ზღუდავენ, კოოპერაციის პრინციპი სინერგიის ეფექტით საშუალებას აძლევს ინდივიდებს, იყვნენ საზოგადოებრივი თუ ეკონომიკური პროცესების უშუალო თანამონაწილეები.

კოოპერატივი არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთობლივი, კოლექტიური ძალებით ახორციელებენ ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სხვა საქმიანობას, აქედან გამომდინარე მისი მრავალგვარი სახეობა არსებობს. ის არის „წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა მის წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე(საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ”, მუხლი 60)„.

კოოპერატივის ძირითადი პრინციპებია: ერთურთის დახმარება, თვითმართველობა, პასუხისმგებლობა, თანასწორობა და სოლიდარობა.

საკუთარ თავზე, შესაბამისად საკუთარ საქმეზე პასუხისმგებლობის აღება, ინიციატვის გამოჩენა და სოლიდარობის გრძნობა, სახელმწიფოს, თუ სხვათა მზრუნველობის კლების ფონზე დღითიდღე აქტუალური და აუცილებელი ხდება. ბოლოდროინდელი ფინანსური კრიზისები უფროდაუფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს, თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავლის გარანტიები, რაც კოოპერატივს, როგორც გამოცდილ ეკონომიკური მოდელს, რომელიც ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და ერთობრივი ძალებით მეტის მიღწევის საშუალებას იძლევა განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. რაც უფორ მეტ წევრს აერთიანებს კოოპერაცია, მით უფრო ძლიერია ის.

კოოპერატივის უპირატესობებია:

  • გადაწყვეტილებებს იღებენ არა ინვესტორები და ანონიმური აქციონერები, არამედ მისი წევრები.

  • თვითოეული წევრის სურვილი მნიშვნელოვანია.

  • ინვესტორი ამავდროულად მომხმარებელიც არის.

  • წევრები ორგანიზაციის მფლობელებს წარმოადგენენ, რომლებიც მისი მუშაობით და მომსახურებით ფინანსურ და პროფესიულ სარგებელს იღებენ.

კოოპერატივის, როგორც წარმატებული მოდელის საილუსტრაციოდ ალბათ ეს მონაცემიც კმარა - ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და 800 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში კოოპერატივის მნიშვნელობისა და როლის ხაზგასმის მიზნით 2012 წელი  კოოპერატივების საერთაშორისო წლად გამოაცხადა.


"კოოპერატივი – ძალა ერთობაშია"


EthicCapital, 25.06.2012

© EthicCapital 2016