ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა

ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია! ეთიკკაპიტალი იმ მცირე მეურნეებს აფინანსებს, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების მოყვანისას შხამ–ქიმიკატების გამოყენებას ერიდებიან.

ჯანსაღი გარემო და ადამიანი ჩვენთვის და ჩვენი საკრედიტო კავშირის წევრებისთვის მნიშვნელოვანია! სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული მხარდაჭერა მზარდი მიგრაციის ფონზე ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

განსაკუთრებით გვახარებს, როცა ახლადფეხადგმული საქმე ჩვენ თვალწინ ვითარდება და კოოპერატივის წევრების წარმატების თანამონაწილეები ვხდებით.

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

© EthicCapital 2016