პროექტები 2011

სესხი ბიოლოგიურად სუფთა მზესუმზირის შეძენისათვის

EthicCapital-ი ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ბიოლოგიური მეურნეობის განვითარებას. შემდეგი სესხი საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე გაიცა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის დანერგვისთვის ზრუნავს და ასევე აქტიურად ეწევა ბიოპროდუქტების პოპულარიზაციასაც. მას, გაცემულმა კრედიტმა, ბიოლოგიურად სუფთა მზესუმზირის შეძენის შესაძლებლობა მისცა, რომლისაგანაც ცივი გამოხდის მეთოდით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ზეთი დამზადდება.

EthicCapital-ი წარმატებებს უსურვებს მას!

ცოტა რამ ცივად გამოხდილი მზესუმზირის ზეთის შესახებ

სასწავლო სესხი -  შანსი ახალგაზრდებისათვის მიაღწიონ საკუთარ მიზნებს

საკრედიტო კავშირი ეხმარება სოციალურად ნაკლებად დაცულ ადამიანებს გამოიყენონ უფლება, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ჩვენი მსესხებელი ორი შვილის მარტოხელა დედაა, რომელმაც  მიუხედავად ბევრი ცხოვრებისეული სირთულისა (ის აფხაზეთიდან დევნილია) შეძლო ახალ სოციალურ გარემოში ადაპტირება.  ის  ოგანიზაცია „ კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ “-ს გენერალური მენეჯერია. EthicCapital-მა საშუალება მისცა  მას  კრედიტით დააფინსოს მისი აბიტურიენტი ქალიშვილის ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებული კურსები.

EthicCapital-ი წარმატებებს უსურვებს აბიტურიენტს!

© EthicCapital 2015