• ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა
  • ეკოლოგიური წარმოება, მდგრადი განვითარება
  • სოციალური სფერო
  • ხელოვნება და განათლება

ეკოლოგიური წარმოება, მდგრადი განვითარება

თებერვალი 2014

სასწავლო სესხი

EthicCapital-ი ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობას, როგორც  ქვეყნის მომავალში ჩადებულ ინვესტიციას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომაც ამ მიზნობრობით უკვე არაერთი სესხი გვაქვს გაცემული.

საკრედიტო კავშირის წევრი მიღებული სესხით მისი შვილის უნივერსიტეტში სწავლის საფასურს დაფარავს.

აპრილი 2014

საგანმანათლებლო სესხი

ევროპაში განათლებისა და პროფესიული გამოცდილების მიღება ჩვენი საკრედიტო კავშირის წევრის დიდი სურვილი იყო, რომლის განხორციელებაშიც მას, როგორც რეკომენდაციის გაწევით, ასევე იაფი სესხის გამოყოფით EthicCapital-ი დაეხმარა.

ახალგაზრდა კაცი საკრედიტო კავშირის მიერ გამოყოფილი კრედიტით გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტის ახალგაზრდულ, თავისუფალ სემინარში ისწავლის.

აპრილი 2014

ბიო მეღვინეობის მხარდასაჭერად

EthicCapital-ი 2012 წლიდან გვერდში უდგას წევრს, რმელიც საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო ბიოლოგურად სუფთა ქვევრის ღვინის მწარმოებელია. „იაგოს ღვინო“ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფსტივალებსა და სადეგუსტაციო ღონისძიებებში ხშირად და დიდი წარმატებით მონაწილეობს.

წარმატებული მეღვინე მიღებული სესხით წარმოების გასაფართოებლად დამატებით ვენახს შეიძენს.

მარტი 2014

სესხი რეგიონალური განვითარების მხარდასაჭერად

საკრედიტო კავშირის წევრმა, რომელმაც 2012 წელში EthicCapital-ის ხელშეწყობით სვანეთში პურის შეშაზე საცხობი გახსნა, საქმიანობა წარმატებით წარმართა და მისი გაფართოების მიზნით, წლის დასაწყისში ჩვენთან მორიგი საკრედიტო განაცხადი შემოიტანა.

კოოპერატივმა სიამოვნებით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. ვიმედოვნებთ, რომ საკრედიტო კავშირის წევრის საქმიანობა რეგიონში სხვებისთვისაც სტიმულის მიმცემი იქნება.

აპრილი 2014

სესხი რეგიონალური განვითარებისთვის

საკრედიტო კავშირის ახალგაზრდა წევრი მიღებული სესხით სვანეთში სუვენირების მაღაზიას აამუშავებს, რომელიც ტურისტებს ადგილობრივი, ტრადიციული, ხალხური რეწვის ნიმუშებს და  ხელნაკეთ ნივთებს შესთავაზებს.

გვახარებს  რეგიონებში ახალგაზრდების აქტივობა, რაც სოფლის გაძლიერების საწინდარია.

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ EthicCapilal-ის წევრს საქართველოს მთიანი რეგიონიდან!

მაისი 2014

სესხი მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად

მცირე საწარმოების და ინდივიდუალური ინიციატივების მხარდაჭერა საკრედიტო კავშირს, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნია. 

EthicCapilal-ის წევრი მიღებული თანხით სვანური მარილის წარმოებას გააფართოებს. მარილის რეცეპტი ოჯახური საიდუმლოა, საჭირო ნედლეული სვანეთის მთებში მოდის და ეკოლოგიურად სუფთა, სასრგებლო პროდუქტია.

EthicCapilal-ი წარმატებებს უსურვებს მას!

აპრილი 2014

საგანმანათლებლო სესხი

EthicCapilal-მა იაფი სესხით კიდევ ერთ ახალგაზრდას მისცა შანსი, გაიღრმავოს ცოდნა და კვალიფიციურ კადრად  ჩამოყალიბდეს. საკრედიტო კავშირის წევრი, რომელიც, მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, უკვე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია და საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამით საერთაშორისო ურთიერთობებს დაეუფლება.

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მას!

დეკემბერი 2014

საგანმანათლებლო სესხი

საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული კიდევ ერთი საგანმანათლებლო სესხი ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტს სწავლის საფასურის დაფარვაში დაეხმარება.

დეკემბერი 2014

სესხი მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად

ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულმა ადამიანებმ უკვე იციან საკრედიტო კავშირის ახლი პარტნიორის, „კივას“ შესახებ. მისი ძალისხმევით შეგროვილი თანხით EthicCapital-ის წევრი სვანურ მარილთან ერთად ახალი პროდუქტის, აჯიკის მცირე წარმოებასაც დაიწყებს, რაც მის შემოსავლებს გაზრდის და საწარმოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ოქტომბერი 2014

სესხი მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად

მორიგი სესხი საკრედიტო კავშირმა საოჯახო ბიზნესის გაფართოებისთვის გასცა. EthicCapital-ის წევრი რამდენიმე წელია დუშეთის რაიონის სოფელ სიონში სასურსათო მაღაზიას წარმატებით უძღვება, სადაც საქონელი ხშირ შემთხვევაში ქალაქიდან და რაიონული ცენტრიდან ხვდება. აღებული სესხით  საცხობი მოეწყობა და მაღაზიაც შესაბამისად ადგილობრივი პურ–ფუნთუშეულით მომარაგდება.

ოქტომბერი 2014

სესხი მცირე მეურნის მხარდასაჭერად

საკრედიტო კავშირის წევრი წალკის რაიონში მეცხოველეობას ეწევა, აღებული სესხით ის საკუთარ საქმიანობას გააფართოებს და 6 ხბოს იყიდის.

ოქტომბერი 2014

საგანმანათლებლო სესხი

სოფლად გამრჯე ადამიანს თავის გატანა არ გაუჭირდება, თუმცა ოჯახისთვის ორი სტუდენტის სწავლის საფასურის გადახდა არც ისე იოლია. EthicCapital-ისთვის  განათლების ხელშეწყობა მომავალში ინვესტირებას ნიშნავს და სიამოვნებით გასცემს გორის მუნიციპალიტეტში, კონფლიქის ზონის საზღვრისპირა სოფლის 2 ახალგაზრდისთვის სასწავლო სესხს.

აგვისტო 2014

სოციალური სესხი

საკრედიტო კავშირმა სესხი საცხოვრებელი სახლის ყიდვის მიზნით ოთხი შვილის მამაზე გასცა. ის მესტიის სასაზღვრო ჯარში მსახურობს და მრავალშვილიანი ოჯახით მესტიაში საკუთარ ჭერქვეშ დასახლდება.

ივლისი 2014

სესხი მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად

თვითდასაქმება და პერსონალური ინიციატივა სიღარიბის დაძლევის ერთ–ერთი ეფექტურ საშუალებაა. საკრედიტო კავშირის წევრი მიღებული სესხით წალენჯიხის რაიონში საოჯახო ტიპის სასტუმროს მოაწყობს.

ივლისი 2014

სესხი მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად

საკრედიტო კავშირის წევრი მიღებული თანხით სასათბურე მეურნეობას განაახლებს. სათბურში მოყვენილმა ყვავილებმა კონკურენცია შორეული ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტს უნდა გაუწიოს.

ივლისი 2014

სოციალური სესხი

საკრედიტო კავშირის წევრს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა. აღებული იაფი სესხის სამკურნალო მიზნით გამოყენებით ახალგაზრდა ქალი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.

© EthicCapital 2015