საკრედიტო კავშირი EthicCapital–ი, არის არაკომერციული კოოპერატივი, რომელიც  2010 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. 2011 წლის 7 მარტს,  საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მას არასაბანკო, სადეპოზიტო–საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია მიენიჭა.

EthicCapital-ის უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს კავშირის წევრთა კრება. ყოველ წევრს, საპაიო შენატანის სიდიდის მიუხედავად, თითო ხმა აქვს. კოოპერატივის როგორც მეანაბრე, ასევე მსესხებელი მასში უნდა იყოს გაწევრიანებული.

EthicCapital-ის პრიორიტეტები და სამუშაო სფეროებია:

  • ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა

  • ეკოლოგიური წარმოება, მდგრადი განვითარება

  • სოციალური სფერო

  • ალტერნატიული ენერგია

  • ხელოვნება და განათლება

EthicCapital-ი ტრანსფარანტულობის პრინციპს ეფუძნება, რაც მისი საკრედიტო საქმიანობის გამჭვირვალობას გულისხმობს. კავშირი იღებს ვალდებულებას, მის წევრებს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია კოოპერატივის მიერ დაფინანსებულ კონკრეტულ პროექტებზე.

ინფორმაცია EthicCapital-ის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ პუბლიკაციების სახით გამოქვეყნდება ინტერნეტ გვერდზე. სადაც კონკრეტული მაგალითების საშუალებით ღიად იქნება ნაჩვენები საქართველოს საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები.  

ამგვარი ღია და გაჭვირვალე საკრედიტო საქმიანობა, საქართველოს რეალობისათვის, ფინანსებთან ურთიერთობის ნაკლებად ნაცნობი, ახალი ფორმაა. როგორც წესი,  ხშირად ინვესტორები არ არიან ინფორმირებულნი და თვით მსესხებლებსაც არ აქვს მკაფიო წარმოდგენა კრედიტის განკარგვის შესახებ.

EthicCapital-ს აქვს ჯანსაღი ამბიცია, ურთიერთნდობასა და კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე დაყრდნობით იყოს სამაგალითო საზოგოადოებისთვის.

ჩვენს შესახებ

© EthicCapital 2016